ხანტი-მანსიისკში ( რუსეთი) მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა გრან პრის დასკვნით მეხუთე ეტაპზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. ქართველი გულშემატკივრებისათვის, რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ ინტერესს მათი თანამემამულეების თამაში იწვევდა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ნინო ბაციაშვილსა და გამოკვეთილ აუტსაიდერ ლელა ჯავახიშვილს შორის. ამ უკანასკნელმა შეძლო გამარჯვების მოპოვება , რითაც აუტსაიდერობას თავი დააღწია, ხოლო მის თანამემამულეს ერთპიროვნული ლიდერობა დააკარგვინა. რაც შეეხება მესამე ქართველ მოჭადრაკეს ბელა ხოტენაშვილს, იგი თეთრებით ჰარიკას დაუზავდა.
ბაციაშვილის წაგებით იხეირა სარასადატ ხადემალშარეხმა, რომელმაც შავებით პოგონინა დაამარცხა და აწ უკვე ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერს წამოეწია.
მომდევნო მერვე ტურში ბაციაშვილი პოგონინას, ხოლო ხადემალშარეხი ჟუკოვას ეთამაშება. რაც შეეხებათ ხოტენაშვილსა და ჯავახიშვილს, მათი მეტოქეები შესაბამიად ჰარიკა და კოსტენიუკი იქნებიან.
მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ბაციაშვილი-ჯავახიშვილი 0-1
პოგონინა-ხადემალშარიხი 0-1
ჟუკოვა-სკრიპჩენკო 1-0
ვენცზიუნი-გუნინა 1-0
გირია-კოსტენიუკი 0,5-0,5
ხოტენაშვილი-ჰარიკა 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობაშვიდიტურის შემდეგ:
1-2.ბაციაშვილი, ხადემალშარეხი 4,5-4,5 ქულა
3-6.ვენცზიუნი, ჟუკოვა ,კოსტენიუკი, გირია 4,0-4,0
7-8.გუნინა, ჰარიკა 3,5-3,5
9.ხოტენაშვილი 3,0
10-11.პოგონინა, ჯავახიშვილი 2,5-2,5
- სკრიპჩენკო 2,0
მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი
ჯავახიშვილი-ჰარიკა
კოსტენიუკი-ხოტენაშვილი
გუნინგა-გირია
სკრიპჩენკო-ვენცზიუნი
ხადემალშარეხი-ჟუკოვა
ბაციაშვილი-პოგონინა