ლიტველი ფორვარტი დონატას მონტეიუნასი “ბრუკლინ ნეტსში” აღარ გადავა და “ჰიუსტონში” კიდევ ოთხი წელი დარჩება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლიტველი ოთხ წელში 37 მილიონ დოლარს მიიღებს.
მონტეიუნასი ტეხასურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. ფორვარდი ნბა-ს 4-წლიან კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.8 ქულას, 4 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებს.