ლონდონი გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობა, რომელშიც 10 სპორტმენი თამაშობს, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება. გამარჯვებულის ვინაობა 18 დეკემბერს გახდება ცნობილი. 14 დეკემბერი დასვენების დღეა.
გთავაზობთ ტურნირის მონაწილეთა სიას, რომლებიც კენჭსყრის შემდეგ ასე განაწილდნენ:
- ვლადიმერ კრამნიკი ( რუსეთი, 2809)
- ჰიკარუ ნაკამურა ( აშშ, 2779)
- მაქსიმ ვაშიე ლაგრავი ( საფრანგეთი, 2804)
- ფაბიანო კარუანა ( აშშ, 2803)
- ლევონ არონიანი ( სომხეთი, 2785)
- მაიკლ ადამსი ( ინგლისი, 2748)
- ვიშვანათან ანანდი ( ინდოეთი, 2779)
- ანიშ გირი ( ჰოლანდია, 2771)
- უესლი სო ( აშშ, 2794)
- ვესელინ ტოპალოვი ( ბულგარეთი, 2760)
პირველი ტურის ტექნიკური შედეგები:
კრამნიკი-ტოპალოვი 1:0
ნაკამურა-სო 0:1
ვაშიე ლაგრავი-გირი 0,5:0,5
კარუანა-ანანდი 0,5:0,5
არონიანი-ადამსი 1:0
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:
კრამნიკი-არონიანი
ტოპალოვი-კარუანა
ანანდი-ვაშიე ლაგრავი
გირი-ნაკამურა
სო-ადამსი