საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 76-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს, მეორე ტურის პარტიები გათამაშდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ მჭედლიშვილმა, რომელიც ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა წევრ ირაკლი ბერაძეს ხვდებოდა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნული ლიდერია. 1.5-1.5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ლუკა პაიჭაძე და თორნიკე სანიკიძე ინაწილებენ.
მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
თორნიკე სანიკიძე-კონსტანტინე შანავა 1:0
ირაკლი ბერაძე- მიხეილ მჭედლიშვილი 0:1
გიგა ყუფარაძე- მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5
დავით ჯოჯუა - ლევან ფანცულაია 1:0
დავით არუთინიანი-ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5
სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:
1. მჭედლიშვილი 2,0 ქულა
2-3. პაიჭაძე, სანიკიძე 1,5-1,5
4-7. ყუფარაძე, ბერაძე, ჯოჯუა, არუთინიანი 1,0-1,0
8-9. გაგუნაშვილი, ფანცულაია 0,5-0,5
10. შანავა 0,0 ქულა
მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:
პაიჭაძე-სანიკიძე
ფანცულაია- არუთინიანი
გაგუნაშვილი- ჯოჯუა
მჭედლიშვილი- ყუფარაძე
შანავა- ბერაძე