ფეხბურთი

12:00 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ფიფაში იმუშავებს

ლეგენდარული დიეგო მარადონა ამიერიდან მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში იმუშავებს. 56 წლის არგენტინელმა, რომელსაც ფიფასთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ამ ორგანიზაციის ელჩის ფუნქცია იტვირთა. დიეგო ამბობს, რომ ბედნიერია იზრუნოს ფიფას სიწმინდესა და გამჭირვალობაზე.

“ეს, ახლა უკვე ოფიციალურია. ბოლოს და ბოლოს შემიძლია ავისრულო ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოცნება - ვიმუშაო ფიფას სიწმინდესა და გამჭირვალობაზე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც მართლა უყვართ ფეხბურთი. მადლობა ყველას, ვინც საშუალება მომცა ახალ გამოწვევას შევჭიდებოდი” - წერს მარადონა ფეისბუქის პირად გვერდზე.

დიეგომ ფიფას მიმართ კრიტიკული პოზიცია ორგანიზაციის სათავეში ჯანი ინფანტინოს მისვლის შემდეგ შეიცვალა. ბოლო პერიოდში ფიფას ინიციატივების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ოფიციალურ ღონისძიებებსაც ესწრება, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164702