ფეხბურთი

15:40 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ჩინეთში ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა შესთავაზეს

ლეგენდარულ დიეგო მარადონას ჩინეთის ხელისუფლება ფეხბურთის განვითარების კუთხით მრჩევლად მუშაობას სთავაზობს.

ჩინურ მხარეს სურს არგენტინელის დახმარებით ადგილობრივი საფეხბურთო ლიგის პრესტიჟი და მწვრთნელთა მუშაობის ხარისხი აამაღლოს. გავრცელებული ინფორმაციით, მარადონას ფუნქცია-მოვალეობებში ჩინელი სპეციალისტებისთვის ლექციების და სემინარების ჩატარებაც იქნება.

ჩინეთიდან წინადადების მიღება მარადონას აგენტიც ადასტურებს. როგორც ირკვევა, დიეგოსთან მოლაპარაკების პროცესში ის კომპანიაა ჩართული, რომელმაც კარლოს ტევესის “ბოკა ხუნიორსიდან” “შანხაიში” გადასვლას შეუწყო ხელი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100092