დასრულდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს შვიდასიანთა პუნქტის წევრი ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ასპარეზობას, რომელიც ორ წრედ ჩატარდა ჩინეთის ქალაქმა შენჟენმა უმასპინძლა. პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მასპინძელთა წარმომადგენელმა დინგ ლირენმა მოიპოვა. ჩემპიონმა 6.5(3 მოგება, 7 ყაიმი) ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს მთელი ერთი ქულით გაუსწრო. დინგ ლირენი ტურნირს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა და მთავარი პრიზი დამსახურებულად მოიპოვა.
5.5-5.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები ტურნირის რეიტინგ ფავორიტმა ანიშ გირმა და ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პიოტრ სვიდლერმა გაიყვეს.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ანიშ გირი (2769, ნიდერლანდები)-იუი იანგი (2750, ჩინეთი) 0.5:0.5
პენტალა ჰარიკრიშნა(2758,ინდოეთი)-დინგ ლირენი(2759,ჩინეთი) 0:1
მაიკლ ადამსი(2761,ინგლისი)-პიოტრ სვიდლერი(2741,რუსეთი) 0:1
ნაჩვენებია სპორტსმენთა ის კოეფიციენტი, რომელიც ამ ტურნირის დაწყებამდე ქონდათ.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.დინგ ლირენი - 6.5 ქულა
2-3.გირი, სვიდლერი - 5.5-5.5
4-5. ჰარიკრიშნა, იუი იანგი - 4.5-4.5
6. ადამსი - 3.5