პრემიერლიგის დასრულებამდე 6 ტურიღა რჩება. 32-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა და ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. ოთხეულის ყველა კლუბმა იმარჯვა და შესაბამისად, მოწინავე პოზიციებზე არაფერი შეცვლილა.
ტურის გახსნითი შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც მეორე ადგილოსანი “ტოტენჰემი” “უოტფორდს” დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს: 33-ე წუთიდან მოყოლებული დელე ალიმ, ერიკ დაიერმა და სონმა ეურელიო გომეში სამჯერ დაამწუხრეს, ხოლო 55-ე წუთზე სონმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
თანაქალაქელის მსგავსად, მოიგო ლიდერმა “ჩელსიმაც” და “ტოტენჰემთან” 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მე-17 წუთზე სმიტმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო სამ წუთში ედენ აზარმა მეორე ბურთიც შეაგდო და სტუმრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ჯოშუა კინგმა სხვაობა შეამცირა და თამაშში ინტრიგა დააბრუნა. ყველაფერი მარკოს ალონსომ დაასრულა, რომელმაც 68-ე წუთზე შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და “ჩელსის” მნიშვნელოვანი 3 ქულა გაუფორმა – 1:3.
“სიტიმ” ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ “ჰალ სიტის” უმასპინძლა და სამი ქულა იოლად მოიპოვა. მასპინძლები ელმოჰამადის, სერხიო აგუეროს და ფაბიან დელფის გოლით 3:0-ს იგებდნენ, ხოლო რანოკიამ პრესტიჟის ბურთი 85-ე წუთზე შეაგდო – 3:1.
“ლივერპული” გასვლაზე “სტოკ სიტის” დაუპირისპირდა და ტაიმის ბოლოს უოლტერსის მიერ გატანილი გოლით აგებდა, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში 70-ე და 72-ე წუთებზე ფელიპე კოუტინიომ და რობერტო ფირმინომ მშვენივრად ითამაშეს, გრანტი დაამწუხრეს და მერსისაიდულ კლუბს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვეს – 1:2.
“მიდლსბრო” “რივერსაიდ სთედიუმზე” “ბარნლის” დაუხვდა, მხოლოდ ქულის აღება მოახერხა და პრემიერლიგაში დარჩენის შანსები ძალიან შეიმცირა. “ვესტ ჰემმა” კუაიტეს გოლით შინ “სუონსის” აჯობა, ხოლო “საუთჰემპტონმა” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა.
ტოტენჰემი – უოტფორდი 4:0 (3:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეილდი, ბ.დევისი, ტრიპიერი, დაიერი, დემბელე (სისოკო 75), სონი (ონომა 88), ერიკსენი, ალი, იანსენი (კეინი 61).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
უოტფორდი (4-3-2-1): გომეში, მარიაპა, კეტკარტი, ჰოლებასი, ჯანმაატი, დაკური (ზუნიგა 59), კლევერლი, საკსესი, ნიანგი, ამრაბატი (დინი 70), ოკაკა (კაბასელე 84).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი
გოლები: 1:0 ალი (33), 2:0 დაიერი (39), 3:0, 4:0 სონი (44; 55)
გაფრთხილებები: დაკური
მსაჯი: ენტონი ტეილორი
მანჩესტერ სიტი – ჰალი 3:1 (1:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო, სტოუნზი, კოლაროვი, კლიში, ნავასი, ტურე (ფერნანდო 74), დელფი, სილვა (იჰეანაჩო 74), სანე (ნოლიტო 66), სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ჰალი (4-4-1-1): იაკუპოვიჩი, რანოკია, მ.დოუსონი, რობერტსონი, ელმოჰამადი, კლუკასი (ჰენრიკსენი 58), ნ’დიაიე, მარკოვიჩი, გროსიცკი, ევანდრო (ა.ერნანდესი 58), ნიასე (მელონი 82).
მწვრთნელი: მარკო და სილვა
გოლები: 1:0 ელმოჰამადი (31), 2:0 აგუერო (48), 3:0 დელფი (64), 3:1 რანოკია (85)
გაფრთხილებები: ევანდრო, ნ’დიაიე
მსაჯი: ჯონათან მოსი
მიდლსბრო – ბარნლი 0:0
მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”
მიდლსბრო (3-5-2): ვალდესი, ესპინოსა (ბემფორდი 83), აიალა, გიბსონი, კლეიტონი, ლიდბიტერი, ფორშოუ, დაუნინგი, ბარაგანი, ჟესტედი (ტრაორე 69), სტუანი (ნეგრედო 58).
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, მი, კინი, ლოუტონი, უარდი, ჰენდრიკი, ბარტონი, ბრედი, ბოიდი, ა.გრეი (ვოკსი 62), ბარნესი (ტარკოვსკი 94).
მწვრთნელი: სეან დიჩი
გაფრთხილებები: უარდი, ბარნესი, კინი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
სტოკი – ლივერპული 1:2 (1:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-4-2): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ალენი (ადამი 27), კამერონი, შაქირი, არნაუტოვიჩი, ბერაჰინო, უოლტერსი (ველანი 68).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ლივერპული (3-5-1-1): მინოლე, მატიპი, კლავანი, ლოვრენი, ჩანი, ვეინალდუმი, მილნერი, კლაინი, ალექსანდერ-არნოლდი (კოუტინიო 46), ვუდბარნი (ფირმინო 46), ორიჯი (სტარიჯი 68).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 1:0 უოლტერსი (44), 1:1 კოუტინიო (70), 1:2 ფირმინო (72)
გაფრთხილებები: კლავანი, ფირმინო
მსაჯი: მაიკლ დინი
ვესტ ბრომვიჩი – საუთჰემპტონი 0:1 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი (ბრანტი 53), კ.დოუსონი, ნიომი, დ.ფლეტჩერი (რობსონ-კანუ 66), ლივერმორი, მორისონი, ჩადლი, ფილიპსი (მაკკლინი 63), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი კლოპი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, კლასი (რიდი 85), ჰიობერგი, რედმონდი (სიმსი 71), ტადიჩი, უარდ-პროუსი (მაკქუინი 71), ლონგი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი
გოლი: კლასი (25)
გაფრთხილებები: ევანსი, ფილიპსი – სოარეში, ფორსტერი
მსაჯი: კრის კავენაგი
ვესტ ჰემი – სუონსი 1:0 (1:0)
ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, ფონტე, კოლინსი, მასუაკუ, ბაირამი, ნობლი, კუაიტე, სნოდგრასი (ფეგული 71), ლანცინი, ანტონიო (კალერი 40), ა.აიუ (ფერნანდესი 86).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფ.ფერნანდესი, ოლსონი, ნოუტონი, კორკი (მონტერო 65), ტ.კეროლი (ლორენტე 46), ფერი, სიგურდსონი, რუტლიჯი (ნარსინგი 46), ჯ.აიუ.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი
გოლი: კუიატე (44)
გაფრთხილებები: ნობლი, კუიატე, ლანცინი, ა.აიუ, რენდოლფი – ფ.ფერნანდესი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბორნმუთი – ჩელსი 1:3 (1:2)
ბორნმუთი, “დინ კურტი”
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სმიტი, არტერი, უილშირი, პუგი (აიბი 71), ფრეისერი (გრადელი 84), კინგი, აფობი (მოუსეტი 77).
მწვრთნელი: ედი ჰაუ
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი, მოზესი (ზუმა 92), ალონსო, აზარი (ფაბრეგასი 84), პედრო (ვილიანი 88), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 0:1 სმიტი (17 ს.კ.), 0:2 აზარი (20), 1:2 კინგი (42), 1:3 ალონსო (68)
გაფრთხილებები: არტერი, გრადელი – მოზესი, კანტე, პედრო
მსაჯი: ანდრე მარინერი