კალათბურთი

19:26 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიტველი სკაუტი თბილისში კემპს ატარებს

თბილისში, პერსპექტიული კალათბურთელების შერჩევის მიზნით, ორი დღით სტუმრად ლიტველი სკაუტი სტეფონას კაიუსი იმყოფება. ამის შესახებ worldsport.ge-ს საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

,,კაიუსს თბილისში, ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეში ორი კემპის ჩატარება აქვს დაგეგმილი. დღეს, ოთხშაბათს 20.00 საათზე დაგეგმილ კემპში 2000-2001 წლებში დაბადებული კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. ხვალინდელ კემპში, რომელიც 17:30 საათზე დაიწყება, 2002- 2003 წლებში დაბადებულებს ექნებათ თავის გამოჩენის შანსი.

კაიუსის მიერ შერჩეული კალათბურთელები ასაკის, სპორტული მონაცემებისა და სურვილის მიხედვით კარიერას ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში გააგრძელებენ’’ - გვითხრა კვარაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095749