კალათბურთი

18:41 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო“ ფინალს მიუახლოვდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში მოასპარეზე "დინამოსა“ და „რუსთავის“ მეორე შეხვედრა.

როგორც რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიდან, სადაც „დინამო“ პირველი იყო, ხოლო „რუსთავი“ მეოთხე ადგილზე გავიდა, ისე ნახევარფინალური სერიის პირველი თამაშის შედეგის შემდეგ, რომელიც „დინამომ“ დიდი ანგარიშით 91:58 მოიგო, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. მართალია „დინამომ“ 81:77 შეძლო მეტოქის დამაცხება, მაგრამ ამჯერად რუსთავისაგან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა და მატჩის ბედი შეხვედრის ბოლო წუთებზე გადაწყდა. ამრიგად, „დინამო“ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე 1 მოგებაღა აშორებს.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეოთხედის მიწურულს „რუსთავი“ გააქტიურდა და დროის ეს მონაკვეთი 21:19 მოიგო. მეორე მეოთხედში „რუსთავმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით 49:43 გავიდა. მესამე მეოთხედში „დინამომ“ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა 62:65.

მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო. მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და მეხუთე წუთის მიწურულს დინამოელთა კაპიტანმა ილია ლონდარიძემ ანგარიში გაათანაბრა - 70:70. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრაში გარდამტეხი ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით და 25 წამით ადრე, დინამოელი ლევან ფაცაციას მიერ ჩაგდებული 2-ქულიანი გამოდგა, რომელმაც მასპინძლები 76:74 დააწინაურა. ამის შემდეგ „დინამომ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის თამაშის ბოლომდე შენარჩუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზედიზედ 2 თამაშის მოგების შემდეგ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

24-24 ქულით ყველაზე შედეგიანები გუნდის კაპიტნები დინამოელი ილია ლონდარიძე და რუსთაველი რეზო ჩაჩანიძე იყვნენ. ლონდარიძის თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი სამმა კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ (13 ქულა, 10 მოხსნა), მიხეილ ბერიშვილმა (12 ქულა, 12 მოხსნა) და ნიკოლა მარავიჩმა (14 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა. რუსთაველთა შორის ორმაგ დუბლამდე თითო ქულა და მოხსნა სერგო ათუაშვილს დააკლდა.

ამ გუნდების მესამე შეხვედრას 15 მაისს რუსთავი უმაპინძლებს. შეიძლება ეს მატჩი გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ფინალში ითამაშებს.

ამჟამად მიმდინარეობს პლეი ოფის მეორე ნახევარფინალურ წყვილში მოასპარეზე „კაკტუსი“-„ქუთაისის“ შეხვედრა. ამ დაპირისპირებაში „ქუთაისი“ ლიდერობს 2:0.

„დინამო“ – „რუსთავი“ 81:77 (19:21, 24:28, 18:16, 19:12)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.210307