კალათბურთი

20:33 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

როგავას სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა

ფლეი-ოფის პირველი წრე „მგზავრებისა“ და „ოლიმპის“ შეხვედრით დასრულდა. ამ შეხვედრამდე ამ გუნდებს ერთმანეთისაგან თითო ქულა აშორებდათ. რა თქმა უნდა, ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებით „ოლიმპისათვის“, რომელიც მდევრის როლში იმყოფებოდა. 75:71 გაიმარჯვა „ოლიმპმა“, რომელმაც აუტსაიდერობას თავი დააღწია და დაგროვილი ქულებით „მგზავრებს“ გაუთანაბრდა.

შეხვედრა „მგზავრების“ უპირატესობით დაიწყო. იყო მომენტი, როცა ბუბა ბერიშვილის შეგირდები 12ქულითაც ლიდერობდნენ, რომლებიც საბოლოოდ ამ მეოთხედში შვიდქულიან უპირატესობას დასჯერდნენ - 22:15. მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა და „მგზავრებმა“ პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს.

მეორე ტაიმი „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც მესამე მეოთხედის დამთავრებამდე 6 ქუთითა და 14 წამით ადრე კახა ტომარაძის ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 44:44. ამის შემდეგ უპირატესობას ისევ „მგზავრები“ დაეუფლა. მალე „ოლიმპი“ ისევ კარგად ათამაშდა და ამ მეოთხედის დასრულებამდე 16 წამით ადრე გეგა ბაქრაძემ „ოლიმპი“ წინ გაიყვანა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში „მგზავრების“ მძიმე ფორვარდმა ლომინაშვილმა ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 51:51. მალე „ოლიმპი“ ისევ დაწინაურდა, რომელიც ისევ ბაქრაძემ დააწინაურა, ამჯერად ორი საჯარიმო სროლით. ამ დროიდან მოყოლებული უპირატესობას „ოლიმპი“ დაეუფლა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში 26 ქულით ყველაზე შედეგიანი „მგზავრების“ ფორვარდი, ამერიკელი ლეგიონერი კახიმ რენსონი იყო. „ოლიმპის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 18 ქულა გეგა ბაქრაძემ დააგროვა. რაც შეეხება „ოლიმპის“ კაპიტან რეზო როგავას, მის ანგარიშზე 13 ქულა, 10 მოხსნა და 7 ზუსტი პასია და სამმაგ დუბლამდე სამი პასის დააკლდა.

ამრიგად, ფლეი აუტის პირველი წრე დასრულდა. „სოხუმმა“ ფლეი აუტის დასრულებამდე სამი თამაშით ადრე სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, რომელსაც 44 ქულა აქვს. 42-42 ქულით მომდევნო ადგილებს „ოლიმპი“ და „მგზავრები“ ინაწილებენ. 41 ქულით ბოლო ადგილზე „ბათუმი“ იმყოფება. ფლეი აუტის მეორე წრე 18 მაისს დაიწყება.

მგზავრები - ოლიმპი 71:75 (22:15, 17:17, 10:19, 22:24)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090977