ფეხბურთი

16:50 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ კავაზაშვილი: “მარადონა რუსეთის ნაკრებში? მწვრთნელად არა და ითამაშოს, არაფერს გააფუჭებს”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე რუსეთს სტუმრობდა და იმდენად თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ამ ქვეყნის მმართველებთან, რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილიც გამოთქვა. ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის მისამართით კომპლიმენტებად დაიღვარა, აი რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს კი კბილი გაჰკრა - კარგი სპეციალისტის ხელში ამ გუნდს მეტის მიღწევა შეუძლიაო. მარადონას განცხადებების გათვალისწინებით, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა სურს.

აღნიშნულის შესახებ “სპორტ-ექსპრესი” ანზორ კავაზაშვილს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის საფეხბურთო კავშირში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობა. კავაზაშვილმა იხუმრა, ნაკრებში მარადონას ფეხბურთელად მიწვევა სჯობს, საერთო სურათს არ გააფუჭებსო:

“თუ ჩამოგვყავს მსახიობები, მომღერლები, მოკრივეები, რატომ არ უნდა მივიღოთ ფეხბურთელები, მით უმეტეს ისეთი პიროვნება, როგორიც მარადონაა. მთავარია, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებამ სარგებლობა მოიტანოს და ეს მხოლოდ თვითმიზანი არ იყოს. შეიძლება ნაკრებში მოთამაშედ მისი მოწვევაც, საერთო სურათს არ გააფუჭებს (იცინის). თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, არცერთ შემთხვევაში მთავარ მწვრთნელად. ჩვენ ნაკრების სათავეში სერიოზული ადამიანი გვყავს, თუმცა შესაძლებელია დაეხმაროს მას, რატომაც არა?”, - განაცხადა კავაზაშვილმა.

ანზორ კავაზაშვილი საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე გახლდათ 1965-70 წლებში. უთამაშია თბილისის “დინამოში”, “ზენიტში”, მოსკოვის “ტორპედოში” და “სპარტაკში”, კარიერის ბოლოს ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097061