“ატლეტიკომ” უკანასკნელი 48 საათის განმალობაში სამი მოთამაშე გაანათხოვრა. მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვანდა მეტროპოლიტანოს” ერთი წლით დატოვება ბერნარდ მენსას, დიოგო ხოტას და ემილიანო ველაზკესს მოუწევთ.
22 წლის მენსა შემტევი ნახევარმცველია და თურქულ “ქაშიმფაშაში” ითამაშებს. 20 წლის ხოტა თავდამსხმელია და მომავალ სეზონს ჩემპიონშიფის ბინადარ “ვულვზში” გაატარებს, ხოლო 23 წლის ველაზკესი, რომელიც ცენტრალური მცველია, “ხეტაფეს” მაისურს მოირგებს.