ფეხბურთი

15:45 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩემ" ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ზენიტის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ჟულიანო კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. როგორც თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 38 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის ნაკრებში კი 5 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთეის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094584