ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მილანში, "სან სიროს" სტადიონზეა გადაღებული. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ფოტოზე იმ ფეხბურთელთა ნაწილია გამოსახული, რომლებიც 29 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" ითამაშებენ.
"შესანიშნავია ყველას ერთად ხილვა. მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის", - წერს ტოტი.
ფეხბურთის ლეგენდები, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას, თბილისში მილანიდან გამოემგზავრებიან. საქართველოში წამოსვლამდე მათ ევროპა ლიგის შეხვედრას, "მილანი" - "რიეკა" მიადევნეს თვალი.