ავტოსპორტი

5:26 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენი „რედ ბულში“ 2020 წლამდე დარჩება

მაქს ფერსტაპენმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის ძალით, ჰოლანდიელი პილოტი ავსტრიულ გუნდში 2020 წლის ჩათვლით იასპარეზებს. მისი ამჟამინდლი ხელშეკრულების ვადა 2019 წლის ბოლოს იწურებოდა, თუმცა მხარეებმა მისი ერთი წლით გაგრძელება გადაწყვიტეს.

„ჩემდამი ნდობა „რედ ბულმა“ უკვე რამდენჯერმე გამოავლინა. პირველად მაშინ, როცა 16 წლის ვიყავი და ახალგაზრდა მრბოლთა პროგრამაში შემიყვანა. 17 წლის ასაკში უკვე ფორმულა 1-ში მიმიწვია, შემდეგ კი „რედ ბულში“ გადამიყვანა, სადაც საოცნებო სტარტი მქონდა. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან და ჩემს ამბიციებს ხელს უწყობენ. ვიცი, რომ ჩვენ საერთო ამბიციები გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რა გამოგვდის ტრასაზე, მათი მხარდაჭერა ყოველთვის ასპროცენტიანია. თან მათთან ერთად ყოფნა სასიამოვნოცაა. მიხარია, რომ „რედ ბულში“ უფრო მეტხანს დავრჩები და იმედი მაქვს, რომ ერთად მეტ წარმატებას მივაღწევთ“, - ამბობს ფერსტაპენი.

ჰოლანდიელი პილოტის დებიუტი ფორმულა 1-ში 2015 წელს შედგა, როცა ის „რედ ბულმა“ თავის მეორე გუნდ „ტორო როსოში“ მიიყვანა. მომდევნო სეზონი კი ახალი დაწყებული იყო, როცა მთავარ გუნდში გადაიყვანა. „რედ ბულში“ დებიუტი ესპანთის დიდი პრიზზე შედგა და მან ის გამარჯვებით დაასრულა, რითაც ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

0.097286