მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ევროპის გარდა, სხვა კონტინეტებზეც გრძელდება. გაიმართა პლეი-ოფის ორი შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით გადაჭრით იმის თქმა, თუ ვინ მოიპოვებს მუნდიალის საგზურს, რთულია.
პერუს ნაკრები ახალ ზელანდიას ესტუმრა და გოლი არ გასულა. ნულოვანი ფრე წესით სწორედ სამხრეთამერიკელებს უნდა აძლევდეთ ხელს, რადგან საპასუხო შეხვედრა ლიმაშია ჩანიშნული.
ანალოგიური შედეგით დასრულდა ჰონდურასისა და ავსტრალიის ნაკრებთა შეხვედრაც. მოკლედ, საპასუხო მატჩები წესით დაძაბულობისა და დრამატიზმის გარეშე არ ჩაივლის.