ავტოსპორტი

3:02 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი ბრაზილიის დიდი პრიზის პოულზეა

ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო. მისი თანაგუნდელი, ახლა უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი კი ასპარეზობას რბოლის პირველივე ნაწილში, ავარიის შემდეგ გამოეთიშა. ბოტასმა სულ რაღაც, 0.038 წამით აჯობა სებასტიან ფეტელს, რომელსაც ჩემპიონატში მხოლოდ 15 ქულითღა ჩამორჩება. მისთვის ეს კარეიერაში მესამე პოულ პოზიციაა.

ჰამილტონი მიმდინარე სეზონში მე-12 პოულ პოზიციისთვის იბრძოდა, მაგრამ კვალიფიკაციის პიველივე ნაწილში, პირველივე სწრაფ წრეზე მანქანა ვერ დაიმორჩილა და საბურავების დამცავ ზღუდეს შეეჯახა. ჰამილტონმა ინტერლაგუშზე შარშანდელი რბოლა პოულიდან მოიგო.

სესიის მიწურულს, საუკეთესო დრო ფეტელს ჰქონდა, მაგრამ ბოლო ცდაზე ბოტასმა შეძლო მისი ჩამოტოვება. მესამე დრო კიმი რაიკონენმა დააფიქსირა, რომელმაც „რედ ბულის“ ორივე პილოტი ჩამოიტოვა. ფეტელი ამბობს, რომ თავის საუკეთესო წრეზე, პირველივე მოსახვევში შესვლისას, შეცდომა დაუშვა და კვალიფიკაცია სწორედ ამის გამო წააგო. მაგრამ იმედი აქვს, რომ რბოლაში ბოტასზე სწრაფი იქნება.

ჰამილტონი რბოლას პიტლეინდან დაიწყებს, რადგან კვალიფიკაციაზე დროის დაუფიქსირებლობის გარდა, მის მანქანაზე ძალური დანადგარიც შესაცვლელი გახდა. ამ სეზონში ეს მეხუთე აგრეგატია, რომელსაც ბრიტანელის სარბოლო ავტომობილზე დააყენებენ.

ბრაზილიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:08.322
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:08.360
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:08.538
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:08.925
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:09.330
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:09.598
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:09.617
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:09.703
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:09.805
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:09.841

- - - - - - - - - -

  1. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:09.830
  2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:09.879
  3. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:10.116
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:10.154
  5. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:10.678
  2. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:10.686
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:10.776
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:10.875
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) დროის გარეშე
0.095267