კალათბურთი

10:47 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ბენეფისი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რეჯიო ემილიელებმა საკუთარ მოედანზე “ვარეზე” დაამარცხეს – 76:66.

აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. მანუჩარმა, რომელიც ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, 33 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

მარკოიშვილმა 2-დან ერთი ორქულიანი და 10-დან ექვსი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ შედეგიანობის მხრივ და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.

“რეჯანას” 11 ტურში 4 მოგება და 7 მარცხი აქვს, რაც მეცხრე პოზიციის დასაკავებლადაა საკმარისი. მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში 23 დეკემბერს, სტუმრად “ტორინოს” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096157