ფეხბურთი

1:30 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სნეიდერი ყატარში ითამაშებს

ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამიერიდან “ალ გარაფაში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ყატარულმა გუნდმა ოფიციალურად გაავრცელა.

“ეს არის ჩვენი გულშემატკივრებისთვის საახალწლო საჩუქარი”, - ნათქვამია “ალ გარაფას” ოფიციალურ განცხადებაში.

ვესლი სნეიდერი ბოლოს “ნიცაში” თამაშობდა, თუმცა საფრანგეთში ჰოლანდიელმა 6 წარუმატებელი თვე გაატარა (8 მატჩი და 1 საგოლე პასი).

კარიერის საუკეთესო წლები კი ვესლის მილანის “ინტერში” აქვს გატარებული, რომლის რიგებშიც 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “აიაქსის”, “რეალისა” და “გალათასარაის” რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095907