თბილისის "დინამო" ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდი ქალაქ სიდეში, სასტუმრო KAMELYA HOTEL- ში დაბინავდა და პირველ ვარჯის საღამოს გამართავს.
"დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თურქულ შეკრებაზე კახი კაჭარავამ შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:
დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა ხარშილაძე, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე ძოწენიძე, გიორგი ხარშილაძე, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლაშა ქოჩლაძე, ლევან ხარაბაძე, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, თემურ გაბუნია, პაატა კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია.
გუნდს თურქეთში შეუერთდებიან დავით კობოური, აკაკი შულაია და გიორგი კუცია. ისინი ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებიან.
"დინამო" თურქეთში 7 თებერვლამდე დარჩება და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს:
26 იანვარს თბილისელთა მეტოქე ლუგანსკის “ზორია” იქნება, 29 იანვარს კახი კაჭარავას გაწვრთნილები ნოვი სონჩის “სანდეციას” დაუპირისპირდებიან, 2 თებერვალს პოლტავის “ვორსკლას”, 6 თებერვალს კი ტულის “არსენალს”.