ფეხბურთი

0:45 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიერამ ჩინეთს მიაშურა

ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი “ლას პალმასი” კიდევ უფრო დასუსტდა, რადგან კანარული კლუბის ლიდერი და კაპიტანი ჯონათან ვიერა, კარიერას ჩინეთში განაგრძობს.

28 წლის ფეხბურთელი “ბეიჯინგ გუოანის” ღირსებას დაიცავს. მან ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 11 მილიონი ევროა.

ვიერა “ლას პალმასის” საფეხბურთო სკოლის აღზდილია და ძირითად გუნდში პირველად 2010 წელს ითამაშა. ორი სეზონის განმავლობაში "ყვითლების" რიგებში 60 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გოლი გაიტანა, რის შემდგომაც "ვალენსიას" მიაშურა, სადაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ჯერ "რაიო ვალეკანოში", ხოლო შემდგომ ლიეჟის "სტანდარდში" გადაბარგდა. ის "ლას პალმასს" 2015 წელს დაუბრუნდა, ამ დროის განმავლობაში კანარული კლუბის მაისური 111-ჯერ მოირგო და 28 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167753