ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემთან” მთავარი საგოლე მომენტების გამოყენება იქნება. იტალიელი სპეციალისტი ასევე ააანონსებს, რომ გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
“იგუაინი ითამაშებს, ისევე როგორც დიბალა, რომელიც გამოჯანმრთელდა. შესაძლოა, მათთან ერთად მოედანზე დუგლას კოშტაც იყო. თუმცა არ გვყავს ბერნარდესკი, კუადრადო და მანჯუკიჩი – ეს პრობლემაა, რადგან თითქმის შეცვლების გარეშე ვართ. შესაბამისად, დამატებითი დრო ჩვენს გეგმებში არ ჯდება.
ეს ჩვენთვის ფინალის ტოლფასი მატჩია, ტექნიკითა და სიმშვიდით უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან ასეთი დონის თამაშებში ეს ყოველთვის გადამწყვეტია”, - განაცხადა ალეგრიმ.
“ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.