იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ჟურნალისტ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ინტერთან” (0:0) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სარი “იუვენტუსისა” და სკუდეტოს შესახებ კითხვამ გააღიზიანა და ქალბატონს ასე უპასუხა:
“თქვენ ხართ ქალი, თქვენ ხართ ლამაზი და ზუსტად ამ ორი მიზეზის გამო არ მოგთხოვთ, რომ ენა ჩაიგდოთ”, - თქვა მაურიციომ.
როგორც ცნობილი გახდა, “ნაპოლის” თავკაცს აღნიშნული განცხადების გამო ბოდიშის მოხდაც მოუწია.
შეგახსენებთ, ნეაპოლელებმა ხანგრძლივი ლიდერობის შემდეგ პირველი პოზიცია დაკარგეს და ახლა “იუვენტუსს” 1 ქულით ჩამორჩებიან. თანაც, ტურინელებს 1 თამაში მარაგში აქვთ.