ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმირებული ფელიპე ლუისის ნაცვლად, ტიტემ ნაკრებში “შახტარის” მარცხენა მცველს, ისმაილს უხმო.
უკრაინული კლუბის ფეხბურთელს “სელესაოს” რიგებში არასდროს უთამაშია და დიდი ალბათობით, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დებიუტი ექნება.
28 წლის ფეხბურთელი “შახტარის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 79 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 23 მარტს მოსკოვში რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო 27-ში ბერლინში გერმანიას ესტუმრება.