ფეხბურთი

13:45 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქველმოქმედო მატჩი ფიგუს და რონალდინიოს გუნდებს შორის (+VIDEO)

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (UEFA) და გაეროს ორგანიზებით ჟენევაში ლუიშ ფიგუს და რონალდიონიო გუნდებს შორის საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. პორტუგალიელის შემადგენლობამ 4:3 გაიმარჯვა.

ფიგუს გუნდის მწვრთნელი დიდიე დეშამი იყო, ხოლო რონალდიონიოს ნაკრების - კარლო ანჩელოტი. მატჩს პერლუიჯი კოლინა სჯიდა. გამარჯვებულთა გუნდიდან გოლები რაულმა, რობერ პირესმა, ნუნუ გომეშმა და მიჩელ სალგადომ გაიტანეს, ხოლო რონალდიონიოს გუნდიდან თავი სელია შაშიჩმა, ალექსანდრ ფრაიმ და კაფუმ გამოიჩინეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087661