კატალონიის “ბარსელონა” უსმან დემბელესთვის ახალი გუნდის ძებნას იწყებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ხელმძვანელობას ახალგაზრდა ფრანგის გაყიდვა არ სურს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მხოლოდ იჯარით უპირებს გაშვებას.
ამის მიზანი კი, სათამაშო პრაქტიკის რეგულარულად მიღებაა, რომელსაც “ბარსელონაში” მოკლებულია.
შეგახსენებთ, რომ დემბელე ერნესტო ვალვერდეს გუნდს გასულ ზაფხულს 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ლა ლიგაში ფრანგმა 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.