საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, ბაქოში მიმდინარე “კასპიის თასზე” ორი მატჩი ჩაატარა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ვებგევრდის ინფორმაციით, ქართველები პირველ შეხვედრაში იაპონელ თანატოლებს დაუზავდნენ – 2:2, ხოლო მეორეში ყაზახები 5:1 დაამარცხეს.
იაპონიასთან საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, საღრიშვილი (დონდოლაძე, 62), არველაძე (ბუღრიძე, 39), კობოური, არაბიძე (კ), ქებაძე, ბურჯანაძე (ნიკოლაშვილი, 57), ბულუხაძე (ყურშავიშვილი, 71), ჭურაძე (ბედიევი, 71), თავხელიძე (ბურნაძე, 62).
იაპონელებთან დუბლი გიორგი არაბიძემ შეასრულა, რომელმაც ანგარიში ჯერ 45-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე. ქართველებიდან შალვა ბურჯანაძე მე-6 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო ბექა ქებაძე მე-40-ზე. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში 40-წუთიან ტაიმებს თამაშობენ.
ყაზახებთან მატჩში საქართველოს შემადგენლობა და გოლების ავტორების უცნობია. აზერბაიჯანის ფედერაციის ვებგვერდმა მხოლოდ ამ შეხვედრის ფოტორეპორტაჟი გაავრცელა. მოგვაინებით, თუ განვლილი თამაშის სტატისტიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, “მსოფლიო სპორტის” მკითხველს შევთავაზებთ.