ფეხბურთი

1:45 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიელი ფეხბურთელი მის ნიგერია 2013-ს დაშორდა და ცოლად მის ნიგერია 2014 მოიყვანა

ნიგერიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ემანუელ ემენიკე, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა, როგორც ჩანს, ფეხბურთიდან პირად ცხოვრებაზე სერიოზულად გადაერთო. საქმე ისაა, რომ 31 წლის თავდამსხმელი მეუღლეს დაშორდა და მალევე მეორედ იქორწინა. ამ ამბავში აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი:

ემენიკეს მეუღლე 2013 წლის მის ნიგერია ეზინე აკუდო ანიაოა გახლდათ, რომელთანაც განქორწინდა და ცოლად კიდევ ერთი მის ნიგერია, ოღონდ 2014 წლის, ლეომა ნადი შეირთო...

ემენიკემ გასული სეზონი ესპანურ “ლას პალმასში” გაატარა, ხოლო იქამდე “ოლიმპიაკოსის”, “ვესტ ჰემის”, “ფენერბახჩეს”, “სპარტაკის”, “კარაბუკსფორისა” და “კეიპ თაუნის” ღირსებას იცავდა. ნიგერიის ნაკრებში კი 2011-2015 წლებში 37-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

0.096691