ფეხბურთი

15:30 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გაიფორმა

კატალონიის “ბარსელონა” “ბოსტონ რივერისა” და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი რონალდ არაუხო გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

არაუხოსთან კონტრაქტი 5 წლის ვადით გაფორმდა და თავდაპირველად “ბარსელონა B-ში” ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა ამჟამად 100 მილიონ ევროს უტოლდება, ხოლო როდესაც მთავარ გუნდში დაიწყებს თამაშს, ავტომატურად 200 მილიონამდე გაიზრდება.

“ბარსამ” 19 წლის ფეხბურთელის სანავლოდ 1.7 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა თანხა ბონუსების გათვალისწინებით 5.2 მილიონამდე გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094237