ბოლო პერიოდში ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ „მილანს“ დაუკავშირეს. იტალიურ მედიაში დაიწერა შვედის „სან სიროზე“ 6-თვიანი იჯარის წესით გადაბარგების შესახებ.
მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ლეონარდომ უარყო, რომელმაც განაცხადა, რომ იბრას დაბრუნება ახლა ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ.
თავის მხრივ, ზლატანსაც მოუწია კომენტარის გაკეთება და ჩვეულ სტილში უპასუხა ჟურნალისტებს:
„მილანი“? - ჩემი მომავლის შესახებ ჭორები ყოველთვის ვრცელდება. ჩემი შეძენა კი მთელ მსოფლიოს სურს“, - აღნიშნა იბრამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში შვედი თავდამსხმელის ანგარიშზე ამერიკულ MLS-ში 24 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა.