ფეხბურთი

3:04 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ადრე თუ გვიან, მოკვდები" - "ჯენოას" ტიფოზების პროტესტი

იტალიური „ჯენოას“ ტიფოზები გუნდის დღევანდელი ყოფით უკმაყოფილონი არიან და ამაში არა მთავარ მწვრთნელს, არამედ პრეზიდენტს ადანაშაულებენ. როგორც აღმოჩნდა, ლიგურიელთა გულშემატკივრებს ენრიკო პრეციოზი იმ დონემდე სძულთ, რომ მის სიკვდილსაც ნატრულობენ.

„ნაპოლისთან“ (1:2) მატჩის დროს Curva Nord-ის ტრიბუნებზე ასეთი სახის ბანერი განთავსდა: „პრეციოზი, ადრე თუ გვიან, მოკვდები... „ჯენოა“ არასდროს!“

ენრიკო პრეციოზიმ „ჯენოა“ 2003 წელს შეიძინა და სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული გუნდის სერია A-ში აღზევება (2007 წელს) და ევროპა ლიგაზე გასვლა (2009 წელს).

70 წლის იტალიელი მწვრთნელების ხშირი ცვლით გამოირჩევა. მაგალითად ამჟამინდელი თავკაცი ივან იურიჩი უკვე მესამედ მუშაობს გენუაში 2016 წლიდან მოყოლებული. იქამდე დავიდე ბალარდინი იყო მთავარი მწვრთნელი, რომელიც სხვა და სხვა დროს, ასევე სამჯერ მიბრუნდა გუნდში. პრეციოზის ხელმძღვანელობით ყველაზე დიდხანს სამუშაო ჯამპიერო გასპერინიმ შეინარჩუნა, თანაც ორჯერ (2006-2010 და 2013-2016 წლებში).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092975