ფეხბურთი

0:25 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე - WORLDSPORT.GE-ს ვერსიით წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი!

WORLDSPORT.GE-ს მკითხველთა ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა! 19 წლის შემტევმა ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გამარჯვებულიც გახდა.

გამოკითხვა WORLDSPORT.GE-ს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 962-მა ადამიანმა მიიღო. შედეგად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2018 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა. ქართველ ნახევარმცველს ხმების 83.1% ერგო და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა!

მეორე ადგილზე სოლომონ კვირკველია გავიდა. მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების მცველს 7.2% ერგო, ხოლო სამეული ჯაბა კანკავამ 6.5%-ით დაასრულა.

ბოლო ორი ადგილი კი გიორგი ქვილითაიამ (2.1%) და ვაკო ყაზაიშვილმა 0.9% გაინაწილეს.

ეს კი, გიორგი ჩაკვეტაძის 2018 წლის მოკლე მიმოხილვა:

19 წლის ფეხბურთელისთვის 2018 წელი დიდებული გამოდგა და შესაძლოა მის კარიერაში გარდამტეხიც. „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში არათუ თავი დაიმკვიდრა, არამედ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. იგივე ითქმის საქართველოს ნაკრებზეც.

ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი სწორედ გიორგიმ ითამაშა. 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც ორჯერ შეასრულა. გარდა ამისა, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლიც მის ანგარიშზეა.

ჩაკვეტაძემ თავი ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩშიც გამოიჩინა და ლიეტუვას ფანტასტიკური გოლი გაუტანა. მთლიანობაში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებში!

და „გენტი“? - ბელგიურ გუნდში გიორგი ლიდერია. შედეგად, გასაკვირი არაა, რომ ევროპულ გრანდებს უკავშირებენ. როგორც ამბობენ, ანდორა - საქართველოს მატჩს „ბარსელონას“ სკაუტები მის გამო დაესწრნენ. „გენტის“ მაისურით 2018 წელს 44 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. თუმცა, საქმე მხოლოდ გოლებში არაა - საგოლე პასებიც მრავლად არიგა და ეფექტური მომენტები კიდევ უფრო მეტი იყო.

ჩაკვეტაძისთვის 2018 წელი გამორჩეული რომ იყო, ისიც მოწმობს, რომ ჩვენს გამოკითხვაში „თქვენ ირჩევთ“ სარეკორდო მაჩვენებელს უწია და ოთხჯერ გაიმარჯვა. მათ შორის, ზედიზედ სამჯერ სექტემბრიდან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173248