ფეხბურთი

16:05 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "ახლა უცნაური შეგრძნება მაქვს"
"მხოლოდ "მაკრატელების" გატანა არა, ფეხბურთის თამაში შემიძლია"

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ამჟამად უგუნდოდა და თავისუფალ დროს მალდივის კუნძულებზე ატარებს. ქართველ ფეხბურთელთან ვრცელი ინტერვიუ Sports.ru-მ გამოაქვეყნა, საიდანაც მცირე ამონარდის გთავაზობთ.

ოქრიაშვილი ამბობს, რომ უცნაური შეგრძნება აქვს და იმედოვნებს, იანვრის დასაწყისში ახალ გუნდში ჩაირიცხება.

„ახლა ნამდვილად უცნაური გრძნობა მაქვს. ჩემს კარიერაში პირველად უგუნდოდ დავრჩი. იმედი მაქვს, რომ იანვარში ახალ გუნდში ვიქნები და სეზონის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებელ პერიოდს გავივლი. როდესაც საქართველოში ჩავალ ფუტსალის ნაკრების ბიჭებთან მინი ფეხბურთს აუცილებლად ვითამაშებ.

არა, მე არ ვარ ფანტაზიორი! ჩემზე მხოლოდ „მაკრატელა“ გახსენდებათ... სწორედ ამიტომ მინდა რუსეთში დარჩენა, რომ ყველას ვაჩვენო რა შემიძლია, მხოლოდ „მაკრატელა“ არა, არამედ ფეხბურთის თამაშიც. ტრავმები ხშირად მქონდა და არ მიჩვენებია ჩემი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, მეტი შემიძლია და უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

ბეილის თუ რონალდუს „მაკრატელა“? - ვფიქრობ, ბეილის. კრიშტიანუს მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა, ხოლო უელსელმა უფრო რთულ ვითარებაში გაიტანა. ბეილის გოლს ხუთი მცდელობიდან ვერ გავიმეორებ, ხოლო რონალდუს დარტყმას შევასრულებდი“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.191125