1966 წლის 19 იანვარს დაიბადა შვედი ჩოგბურთელი შტეფან ედბერგი. ედბერგს მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ექვსი ტურნირი (1985 და 1987 ავსტრალიის ღია პირველობა, 1988 და 1990 უიმბლდონის ტურნირი, 1991 და 1992 აშშ-ის ღია პირველობა).
შტეფან ედბერგმა სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს ორი მედალი (ერთეულთა და წყვილთა თანრიგში). ხუთჯერ იასპარეზა ”დიდი სლემის” ტურნირების ფინალში. ედბერგი 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია ერთეულთა თანრიგში, ხოლო 1988 წლის ოლიმპიადაზე, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, მან ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შტეფან ედბერგი ჩოგბურთიდან 1996 წელს წავიდა და თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში 20 მილიონ 630 941 დოლარი გამოიმუშავა.