ფეხბურთი

17:54 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე ერთი თვე იუქმებს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ტრავმირებულია. ფრანგმა ფეხბურთელმა „ლიონთან“ შეხვედრაში მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, გოლიც გაიტანა, მაგრამ მცირე ტრავმა, რომელიც იქამდეც აწუხებდა, გაღიზიანა.

დღეს, დემბელეს მარცხენა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოედანზე გასვლას 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლაუგრანას“ ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონი“ 5:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095998