სხვა

18:05 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსროლელები ფინალში ვერ მოხვდნენ

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი პნევმატური იარაღიდან სროლაში. ქართული შვიდეულიდან ახალგაზრდებმა იასპარეზეს პისტოლეტიდან სროლაში შერეულ წყვილებში - ლიზი კილაძემ და აკაკი მოსულიშვილმა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენები ფინალში გამსვლელ 5 მოწინავე წყვილს შორის ვერ მოხვდნენ, საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 753 ქულით დაასრულეს და 35 წყვილს შორის მე-14 ადგილზე გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088606