ფეხბურთი

13:40 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლივიაში მსაჯი მოედანზე გარდაიცვალა (+VIDEO)

ბოლივიაში მსაჯი ვიქტორ უგო ურტადო თამაშის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. ბოლივიის პირველი დივიზიონის კალენდარულ ტურში „ოლვის რედი“ „ორიენტე პეტროლეროს“ ეთამაშებოდა, როდესაც 32 წლის არბიტრის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

შეხვედრის 47-ე წუთზე 32 წლის ურტადო მოედანზე უგონოდ დაეცა. ბოლივიელ არბიტრს გულის შეტევა ჰქონდა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. ურტადო სავადმყოფოშიც გადაიყვანეს, მაგრამ ჰოსპიტალში მიყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო.

აღსანიშნავია, რომ „ესტადიო მუნისიპალ ვილა ინგენიო“, სადაც თამაში გაიმართა, მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარეობს - ზღვის დონიდან 4.150 მეტრზე.

მიუხედავად ტრაგედიისა, მატჩი გაგრძელელდა, რადგან ვიქტორ ურტადოს გარდაცვალების შესახებ ფეხბურთელებმა არ იცოდნენ. თამაში კი „ოლვის რედიმ“ ადვილად, 5:0 მოიგო.

0.092178