ფეხბურთი

15:46 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსმა ჟორდანიამ შესაძლოა ერსტედივიზიონის კლუბში ითამაშოს

არნემის “ვიტესის” ყოფილი მფლობელის მერაბ ჟორდანიას შვილმა ლევან ჟორდანიამ შესაძლოა კარიერა ჰოლანდიის ერსტედივიზიონის (პირველი ლიგა) კლუბში გააგრძელოს.

ინტერნეტპორტალ omroepgelderland.nl-ის ინფორმაციით, საუბარი გროსბეკის “ახილესზეა”, რომელსაც ამჟამად ერსტედივიზიონის 20 გუნდში 7 ქულით მე-15 ადგილი უკავია.

ხსენებული გამოცემა იუწყება, რომ 18 წლის ჟორდანია გროსბეკელთა ტექნიკურ დირექტორს ფრანს დერკს უკვე ესაუბრა. მისი მენეჯერის ალექსანდრ ბურსაკის განცხადებით, “ახილესმა” ახალგაზრდა ქართველზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საუბარია, რომ თავდაპირველად უმცროსი ჟორდანია ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს, მაგრამ მეორე გუნდში თამაშის შანსიც ექნება.

ლევან ჟორდანია წლების განმავლობაში “ვიტესის” საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა.


სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171039