ლა ლიგის მე-7 ტურის შემდეგ, კვლავ ერთი ისეთი გუნდი იქნება, რომელსაც არცერთი გამარჯვება არ ექნება მოპოვებული. საუბარი დებიუტანტ “კორდობაზეა”, რომელიც ტურის გახსნით მატჩში გასვლაზე “ხეტაფეს” ხვდებოდა და ძალიან ახლოსაც იყო ნანატრ მოგებასთან.
პირველმა ტაიმმა ძალიან მოსაწყენად ჩაიარა დაბალ ტემპში და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. აი მეორე ნახევარში კი, გუნდები საგრძნობლად გააქტიურდნენ და მომენტების შექმნაც დაიწყეს. მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ ანგარიში ანდალუსიელებმა გახსნეს – 78-ე წუთზე ფედე კარტაბიამ მეტოქეს მოედნის ცენტრში მოპარა ბურთი, რასაც ეკენგის მშვენიერი გარღვევა და გოლი მოჰყვა. სტუმრებს ცვლილებაზე გამოსულმა ბაბა დიავარამ არ გაამარჯვებინა, რომელმაც 88-ე წუთზე დასწრებაზე ითამაშა და სტუმართა იმედებს ცივი წყალი გადაასხა – 1:1 და “კორდობა” ერთადერთი მოუგებელია გუნდია ლა ლიგაში.
ხეტაფე – კორდობა 1:1 (0:0)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, ვალერა, ესკუდერო, ლასენი, მიჩელი, იოდა (ჰინესტროზა 62), კასტრო (სამირი 63), სარაბია, ლაფიტა (ბაბა 75).
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
კორდობა (4-2-3-1): კარლოსი, პანტიჩი, კრესპო (პინილიოსი 58), ი.ლოპესი, გუნინო, ეკენგი, ლუსო, გარსია, კარტაბია, ს.ლოპესი (ფედე ვიკო 54), გილასი.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
გოლები: 0:1 ეკენგი (78), 1:1 ბაბა (88).
გაფრთხილებები: სარაბია – ეკენგი, ფედე ვიკო
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 18(5)-10(3), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-4
ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 10. ნეიმარი (“ბარსელონა”) - 6.