19-წლიანი წარუმატებელი სერია დასრულდა. „პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონის წოდება 1994 წლის შემდეგ პირველად, სულ კი მესამედ მოიპოვა. კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველობა მას შემდეგ გაინაღდა, რაც 36-ე ტურის ბოლო მატჩში, „ლიონს“ სტუმრად სძლია.
შეხვედრაში, რომელიც ორმხრივი შეტევებით დაიწყო, არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი მხოლოდ 1 გავიდა. 53-ე წუთზე, მოტას გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა საჯარიმოში, მენეზმა ბურთი კარგად გაიჩერა და ზუსტი დარტყმით, ის გოლი გაიტანა, რომელმაც გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეწყვიტა „სენტ ეტიენმა“, რომელმაც ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, ლორიანში წააგო. მოგების შემთხვევაში, „მწვანეები“ „ლიონთან“ სხვაობას მინიმუმამდე დაიყვანდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, კრისტოფ გალტიეს გუნდი ევროპის ლიგას დასჯერდება. ამ ტურნირის საგზური „სენტ ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგის თასის მოგებით მოიპოვა.
ევროტურნირებისთვის მებრძოლი „ნიცა“ ლიგა ერთში დარჩენის მოსურნე „ევიანთან“ შერცხვა. პასკალ დუპრაზის შეგრიდებმა სტუმრებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მათგან აღნიშვნას ყველაზე მეტად მე-4 გოლი იმსახურებს. საკუთარ ნახევარზე მყოფმა კალიფამ წინგამოსული მეკარე დაინახა და მას ბურთი თავზე გადაუგდო.
ლორიანი-სენტ ეტიენი 3:1 (0:0)
ლორიანი, “მუსტუა” 17041
ლორიანი (4-4-2): ლეკომტი, გასამა (ბაკა 74), ბურილონი, მანგა, ლე ლანი (ლ. კონე 86), ბ. კონე, რეალი (რობერი 44), აბუ, ბართელმი, მონე-პაკე, ჟუფრე.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
სენტ ეტიენი (4-1-2-3): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, გულამი, გილავოგი, ლემუანი, კოადე, ობამეიანგი, ბრანდაო, მოლო (ამუმა 59).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 1:0 მონე-პაკე (51), 2:0 რობერი (67), 2:1 ზუმა (80), 3:1 ჟუფრე (90+3).
გაფრთხილებები: გასამა 64 - ამუმა 66, კლერკი 73, ბრანდაო 83.
მსაჯი: სებასტიან მორეირა.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 9 (7)-8 (3), კუთხური: 7-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 10-11.
ევიანი-ნიცა 4:0 (1:0)
ენსი, “პარკ დე სპორტსი” 11769
ევიანი (4-4-2): ლაკე, ჯეჯე, კამბონი, ბეტაო, ვასი, ბერიგო, რაბიუ (ლაკუ 81), სორლინი, ნინკოვიჩი (ტიე ბი 44), კალიფა, საგბო (ერეტი 82).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, გომისი (რუჟო 82), სიველი, კოლოძიეშაკი, დიგარი, აბრიელი, დიასი (ბოზეტი 53), ბრუინსი (ფოფანა 53), ბოტეკი, კვიტანიჩი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლები: 1:0 ბერიგო (24), 2:0 რაბიუ (48), 3:0 კალიფა (56), 4:0 კალიფა (87).
გაფრთხილებები: ჯეჯე 38, ვასი 72, კალიფა 88 - დიგარი 39, გომისი 71.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15 (8)-8 (5), კუთხური: 2-11, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 17-15.
ლიონი-პსჟ 0:1 (0:0)
ლიონი, “ჟერლანი” 39939
ლიონი (4-2-3-1): ლოპესი, ფოფანა, კონე, უმტიტი, დაბო, მვუემბა (ლოპესი 64), გონალონი, ბენზია (მარტიალი 76), გრენიე, გურკუფი, გომისი (ბალული 82).
მწვრთნელი: რემი გარდი.
პსჟ (4-4-2): დუშე, ჟალე, ალექსი, საკო, მაქსველი, პასტორე (შანტომი 89), მოტა, მატუიდი, ლავესი (არმანი 90), იბრაჰიმოვიჩი, მენეზი (ბექჰემი 90+2).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლი: 0:1 მენეზი (53).
გაფრთხილებები: გურკუფი 35, გონალონი 90 - მოტა 42, მაქსველი 70.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (3)-6 (5), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-3, ჯარიმა: 18-9.