ფეხბურთი

12:45 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზი: "მარსელის" ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთდროულად ორმა გუნდმა დაადასტურა

კომორის ნაკრების ფეხბურთელის რაფიდინ აბდულას სახელი ალბათ არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ერთი საინტერესო ისტორია ნამდვილად უკავშირდება.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და ნახევარი საათის ინტერვალით მისი ტრანსფერი ორმა გუნდმა დაადასტურა.

თავდაპირველად შვეიცარიული „ლოზანას“ ტვიტერის გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბდულამ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო ზუსტად 16 წუთის შემდეგ ესპანურმა „ჰერკულესმა“ ახარა საკუთარ ქომაგებს აბდულას გუნდში ჩარიცხვისა და ვარჯიშის შესახებ.

საინტერესოა, რომ ორივე გუნდმა დასტურად ინფორმაციას ფოტოებიც დაურთეს. მოკლედ, ჯერჯერობით გაურკვეველია სად ითამაშებს აბდულა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ აქამდე „მარსელის“, „ლორიენის“, „კადისისა“ და „ვაასლანდ-ბევერენის“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.151812