სხვა

12:56 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად ლევან საგინაშვილი დაასახელეს

მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელები გამოავლინა. მმართველმა ორგანომ საუკეთესოები გამოკითხვის შედეგად გამოავლინა.

პირველ პოზიციაზე აბსოლიტური უმრავლესობით ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი გავიდა. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ხმების 98% დააგროვა და მას გამოკითხვაში მხარი 12 864 ადამიანმა დაუჭირა.

მეორე პოზიციაზე 174 ხმით ლიეტუველი მინდაუგას ტარასაიტისი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საგინაშვილმა 2019 წელს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ტოპ 8-ის ფინალში რუსი მეტოქე ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092678