ფეხბურთი

1:33 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა გამარჯვებები

იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტური შაბათს დაიწყო. გაიმართა ორი მატჩი, სადაც გამარჯვებები მასპინძლებს დარჩათ. ჰელასელებმა ზემანის “კალიარის” მატჩის მიწურულს ტაჩციდისის გოლით მოუგეს, საგოლე პასი ჰალფრედსონმა ჩაიწერა აქტივში.

“ვერონამ” მეექვსე ადგილზე აინაცვლა, თუმცა მეოთხეადგილოსან “მილანსაც” ამდენივე ქულა აქვს. “ვერონა” პირველადგილოსანს ოთხი ქულით ჩამორჩება. “კალიარი” კი კვლავ იქ დარჩა, სადაც იყო, გასავრდნ ზონასთან ახლოს.

“ჯუზეპე მეაცაზე” ინძაგის მოთამაშეების დომინირებით მიმდინარეობდა მატჩი. მართალია პალოსკი და მაქსი ლოპესი ცდილობდნენ შეტევების გამწვავებას, თუმცა გოლამდე საქმე ვერ მივიდა.

მუნტარიმ ძალიან კარგი გოლი გაიტანა. კარგად შესრულებული დარტყმის გარდა, ეს გოლი მასპინძლებს ძალიან სჭირდებოდათ. დაწინაურების შემდეგ “მილანი” უფრო მეტად დაეუფლა ინიციატივას და უფრო ლაღად ათამაშდა. მუნტარის გოლს ჰონდას გოლი მოჰყვა.

ინძაგის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან არ დაშორდა ლიდერებს და მათთან ახლოს იმყოფება.


“ვერონა” – “კალიარი” 1:0 (0:0)

ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი.”

ვერონა: რაფაელი, აგოსტინი, კამპანიარო (ჰალფრედსონი 67 ), გომესი (ნენე 88 ), იონიტა, ლოპესი (იანკოვიჩი 67 ), მარკესი, მარკესი, მორასი, რაფაელი, ტაჩციდისი

მთავარი მწვრთნელი: მანდორლინი

კალიარი: კრანო, ბალზანო, კაპიტელი, აველარი, კოსუ (ფარიასი 77 ), კრისეტიგი, დესენა (პედრო 77 ), ეკდალი, იბარბო, როსეტინი, საუ (ლონგო 61 )

მთავარი მწვრთნელი: ზემანი

გოლი: 1:0 ტაჩციდისი (89)

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

გაფრთხილება: დესენა (46), იბარბო (49), როსეტინი (52), ტაჩციდისი (81)


“მილანი” – “კიევო” 2:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა.”

მილანი: აბიატი, აბატე, ალექსი, ბონავენტურა, დე იონგი, დე შილიო, ჰონდა (პოლი 81 ), მენეზი, მუნტარი (ესიენი 89 ), რამი, ტორესი ( ელ შაარავი 74 )

მთავარი მწვრთნელი: ინძაგი

კიევო: ბარდი, ბირაგი, ბირსა (ლაზარევიჩი 66 ), კოფი (ბელომო 82 ), დაინელი, ფრეი, ჰეტემაი, ლოპესი (მაჯორინი 72 ), პალოსკი, რადოვანოვიჩი, ზუკანოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: კორინი

გოლი: 1:0 მუნტარი (55), 2:0 ჰონდა (78)

მსაჯი: პაოლო მაზოლენი

გაფრთხილება: ბირსა (26), ბირაგი (44), დე იონგი (65), კოფი (77), ზუკანოვიჩი (79), მაჯორინი (80), ელ შაარავი (90+4)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.083787