სოფო შაფათავა და მისი მეწყვილე არგენტინელი ფლორენსია მოლინერო მექსიკის ქალაქ მონტერეის 25-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშებენ.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართულ-არგენტინულმა დუეტმა ნახევარფინალში ბრაზილიელ სეს და თურქ ოზგენს 6:4, 6:2 სძლიეს, გადამწყვეტ მატჩში კი სლოვაკებს – კოლარს და სკამლოვას ეთამაშებიან.
ცნობისთვის, ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში შაფათავამ ხსენებულ კოლართან 1:6, 2:6 წააგო.