„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ კლუბს სატრანსფერო ბაზარზე სურთულეები არ ექნება. ნორვეგიელის განცხადებით, „მანჩესტერი“ იყიდის იმას, ვისაც მოისურვებს.
„დარწმუნებული ვარ, როდესაც ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით, შევძლებთ ის ტრანსფერები განვახორციელოთ, რომელიც ჩვენი სურვილი იქნება. გვინდა საუკეთესო ვიყოთ ყველაფერში. აშკარაა, რომ ახლა მეტი დრო გვაქვს, რომ ჩვენს გეგმებზე ვიფიქროთ და განვიხილოთ, რომელი მოთამაშეები გვსურს.
ვიცით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, ეკონომიკურად ძლიერი. ვგეგმავთ და ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია. უნდა ვთქვა, რომ კლუბი აქამდე სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის კარგად მუშაობდა“, - განაცხადა სულშერმა Sky Sports-თან.