ფეხბურთი

1:34 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

„პარი სენ ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფლორენციელთა პრეზიდენტი როკო კომისო მზადაა ვეტერანი ფეხბურთელი „არტემიო ფრანკიზე“ მიიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ სილვას პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრანგულ გუნდს დატოვებს. ბრაზილიელს იტალიაში 2009-2012 წლებში „მილანის“ შემადგენლობაში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089956