„ნიუკასლ იუნაიტედის“ შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა მოჰამედ ბინ სალმანმა გადაიფიქრა და ინფორმაცია მისი კომპანიის ვებგვერდზეც დადასტურდა.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა „ნიუკასლ იუნაიტედის“ შეძენა, გვქონდა ენთუზიაზმი და გვინდოდა ინვესტიცია ჩაგვედო, რადგან შეგვეძლო კლუბის აღორძინება, მას გააჩნდა ისტორია, ტრადიცია და ამას გულშემატკივრები იმსახურებენ. სამწუხაროდ, პროცესი გაიწელა, გარდა ამისა, გლობალურად გაურკვეველი ვითარების გამო, ინვესტიცია აღარ არის კომერციულად სიცოცხლისუნარიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედს“ ედინსონ კავანის, ანტუან გრიზმანს, მასიმილიანო ალეგრისა და აერაერთ სახელოვან ფიგურას უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რეალობად არ გადაიქცევა.