ჩოგბურთი

4:11 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარი და სერენა უილიამსი ტურნირს გამოეთიშნენ

ნიუ იორკში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირ ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენს, ერთ დღეს გამოეთიშნენ სერენა უილიამსი და ენდი მარი. ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ბრიტანელი მარი, ვინც ერეთი დღით ადრე, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა, ამჯერად ძლიერი მოწოდების მქონე კანადელ (წარმოშობით მონტენეგროელ) მილოშ რაონიჩთან, ორ სეტში დამარცხდა.

კანადელი საკუთარ მოწოდებაზე ბატონობდა. 10 ეისის გარდა, პირველი მოწოდების 90 პროცენტი აქცია ქულად. მან 6-2, 6-2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ რაონიჩს 2014 წლის ინდიან ველსის შემდეგ, მარი დამარცხებულ არ ყავდა.

სერენა უილიამსმა ბერძენ მარია საკარისთან სამ სეტში, 5-7, 7-6(5), 6-1 წააგო. თავიდან ამერიკელი დაწინაურდა, მაგრამ მეორე სეტში საკარიმ ტაი-ბრეიკზე, სეტებში ანგარიში გაათანაბრა, გადამწყვეტ სეტში კი დიდი სლემის 23 ტიტულის მფლობელ მეტოქეს ერთი გეიმიღა დაუთმო.

სერენ პირველ სეტში 5-2 დაწინურდა, მაგრამ აქედან მოყოლებული, საკარიმ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სერენამ თამაში გამოასწორა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტში საკარი 3-1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სერენემ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და მატჩზეც აწოდებდა. სწორედ აქედან აირია მისი თამაში. მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა საკარიმ ბრეიკი აიღო და სეტი ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა, სადაც გამარჯვებას მიაღწია. გადამწყვეტ სეტში კი ბერძენი 5-0 დაწინაურდა, რომელმაც მერვე მატჩ პოინტი, მძლავრი წაღმა დარტყმით (ფორჰენდით) გამარჯვებად აქცია.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან ორ სეტში მხოლოდ ექვსი გეიმი დაუთმო ამერიკელ ტენის სანდგრენს და მეოთხედფინალში გავიდა.

0.098705