ავტოსპორტი

4:40 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტო ვოლფი „მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფი კიდევ სამი წელი იქნება

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი, ამ თანამდებობაზე მუშაობას კიდევ სამი წელი გააგრძელებს. გარდა ამისა, გუნდის ნაწილი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის, სერ ჯიმ რეტკლიფის (ფოტოზე ვოლფთან ერთად) ქიმიური ინდუსტრიის გიგანტმა „ინეოსმა“ შეისყიდა. გუნდში ტავისი წილი ვოლფმაც გაზარდა.

ამგვარად, „მერსედესის“ გუნდის მფლობელები არიან „დაიმლერი“,ვოლფი და „ინეოსი“, რომელიც საგზაო ველოსპორტში უმდიდრესი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „ინეოს გრენადერსის“ მფლობელიცაა. ამიერიდან, სამივე მოწილე გუნდის მესამედ წილს აკონტროლებს.

„მერსედესს“ ფორმულა 1-ში ბოლო შვიდ სეზონში ბადალი არ ჰყავს. გუნდმა 2014 წლიდან მოყოლებული, რაც ფორმულა 1-ში ჰიბრიდული ძრავების ეპოქა დაიწყო, მრბოლთა და კონსტრუქტორთა 7-7 ტიტული მოიპოვა. ამ ტიტულებიდან ექვსი, სამქიმიანების ბრიტანელ ლუის ჰამილტონზე მოდის, ერთხელ კი ჩემპიონი გერმანელი ნიკო როსბერგი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094693